Accessibility links

მოსკოვში დაჭრეს ჟურნალისტი სერგეი ასლანიანი


მოსკოვის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჟურნალისტ სერგეი ასლანიანზე თავდასხმის ფაქტზე. სამშაბათს, გამთენიისას ასლანიანი დანით დაჭრეს. ის საავადმყოფოშია და ექიმების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავად ასლანიანმა პოლიციას უთხრა, რომ მას დაურეკეს და ქუჩაში გასვლა სთხოვეს. ასლანიანი გავიდა, ქუჩაში არავინ დახვდა, სადარბაზოში შებრუნებულს კი უცნობი პირი დაესხა თავს და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ასლანიანის სახლის სადარბაზოში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო-კამერის ჩანაწერი ამოიღო. სერგეი ასლანიანი ”ეხო მოსკვის” წამყვანია. ის აგრეთვე თანამშრომლობს რადიოსადგურ ”მაიაკთან”. ერთ-ერთი ვერსიით, ასლანიანზე თავდასხმის მიზეზი მისი პროფესიული საქმიანობაა.
XS
SM
MD
LG