Accessibility links

logo-print

თურქეთში დაააკვეს 6 გადამდგარი გენერალი


თურქეთში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს ექვსი გადამდგარი გენერალი. მათ ბრალად ედებათ 1997 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის - ნეჯმეთინ ერბაქანის თანამდებობიდან გადაყენებაში მონაწილეობა. თურქეთის ახლანდელი ხელისუფლება იმ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. დაკავებულთა შორის არიან: ილჰან კილიჩი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი, აგრეთვე - სამხედრო-საჰაერო და ქვეითი ჯარების ყოფილი სარდლები. აღნიშნულ საქმეზე დღევანდლამდე დაკავებულია რამდენიმე ათეული გადამდგარი და მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსანი.
XS
SM
MD
LG