Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი კოფი ანანს ხვდება


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დამასკში ხვდება გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელ კოფი ანანს, სირიაში დაძაბულობაზე და სისხლისღვრით გამოწვეულ მზარდ შეშფოთებაზე სასაუბროდ. მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე, 25 მაისს, სულ ცოტა, 108 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები დაიღუპნენ სოფელ ჰულაში ძალადობის შედეგად. ანანმა ორშაბათს დაგმო ძალადობის ეს აქტი და ყველა შეიარაღებულ პირს მოუწოდა, დაემორჩილონ ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმას, სისხლისღვრისათვის ბოლოს მოსაღებად. ამასობაში, გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო სირიის არმიის მიერ ჰულაში არტილერიისა და ტანკების გამოყენება. თვითმხილველები და ოპოზიციონერი მებრძოლები ძალადობაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ ასადის რეჟიმის ერთგულ შეიარაღებულ დაჯგუფებას, ხოლო დამასკი ოპოზიციონერ მებრძოლებს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG