Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი შეხვდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორს


თბილისში გაიმართა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტიდან გუშინ გათავისუფლებულ მაია მიმინოშვილთან. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ მიმინოშვილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრა ჩატარდა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, რადგან ის დაინტერესებული იყო მიმინოშვილის თანამდებობიდან მოხსნის მიზეზით. „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, ფიქრობს თუ არა "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებაზე, მიმინოშვილმა უპასუხა, რომ არაფერზე ფიქრობს, გარდა გამოცდების კარგად დასრულებისა და საამისოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გამოცდების დასრულებამდე სამსახურში დარჩნენ. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდების ეროვნულ ცენტრს პროტესტის ნიშნად ტოვებს 60-მდე თანამშრომელი. მათ უკმაყოფილებას იწვევს ცენტრის დირექტორის პოსტიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG