Accessibility links

logo-print

ნატო აცხადებს, რომ ავღანეთში მოკლეს ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი


ნატო აცხადებს, რომ ავღანეთში მოკლეს ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი - ავღანეთში ამ ტერორისტული ქსელის რანგით მეორე პირი, სახრ ალ-ტაიფი. ის დაიღუპა აღმოსავლეთში მდებარე კუნარის პროვინციაში მოწყობილი საჰაერო რეიდის შედეგად. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) ცნობით, ალ-ტაიფის მოვალეობებში შედიოდა უცხოელი მეამბოხეების ხელმძღვანელობა და ნატოსა და ავღანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ იერიშების მომზადება. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ის ხშირად მგზავრობდა პაკისტანსა და ავღანეთს შორის, ავღანეთში უცხოელი მებრძოლების ჩასაყვანად და იარაღით და აღჭურვილობით ექსტრემისტების მოსამარაგებლად.
XS
SM
MD
LG