Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის პრეზენტაცია


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის პრეზენტაცია. გამოკვლევა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა Gorbi-იმ ჩაატარა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. Gorbi-ის ხელმძღვანელის მერაბ ფაჩულიას ინფორმაციით, გამოიკითხა 3 ათასი რესპონდენტი, შედეგებმა კი, აჩვენა, რომ მათგან მხოლოდ 1,2% გახდა დანაშაულის მსხვერპლი გასული წლის განმავლობაში, რაც დაახლოებით 13-ჯერ ჩამოუვარდება ევროპის ანალოგიურ მონაცემებს. კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 98%-ს არ ეშინია ფიზიკური თავდასხმის და 97%-ს აქვს ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი ბინის უსაფრთხოების განცდა. გამოკითხულთა 94% სეირნობისთვის სახიფათოდ არც ერთ უბანს არ მიიჩნევს. მერაბ ფაჩულიას განცხადებით, გაზრდილია სკოლაში ბავშვის დაცულობის განცდაც, რომელიც 92%-ია.
XS
SM
MD
LG