Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ბრიტანეთის მედიას ადანაშაულებს დისკრედიტაციის მცდელობაში


უკრაინა ბრიტანეთის მედიას ადანაშაულებს დისკრედიტაციის მდელობაში, ფეხბურთში ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის დაწყებამდე. ჩემპიონატს, რომელიც 8 ივნისს იწყება, უკრაინა მასპინძლობს პოლონეთთან ერთად. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის პროგრამა „პანორამაში“ ორშაბათს აჩვენეს სიუჟეტი, რომელშიც ყოფილი ფეხბურთელი, შავკანიანი სოლ კემპბელი ინგლისელ გულშემატკივრებს აფრთხილებს, არ ჩავიდნენ ჩემპიონატზე, რასიზმისა და არათეთრკანიანებზე თავდასხმების საფრთხის გამო. „დარჩით შინ, უყურეთ ტელევიზორს. არც კი გარისკოთ, რადგან შეიძლება ყველაფერი იმით დამთავრდეს, რომ შინ კუბოთი დაბრუნდებით“ - ამბობს BBC-ის პროგრამაში შავკანიანი სპორტსმენი. მაგრამ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლეგ ვოლოშინმა სამშაბათს განაცხადა, რომ რასიზმის ბრალდება „გამოგონილი და მითიური პრობლემაა“ და რომ, ამ მხრივ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაცილებით უფრო მწვავე პრობლემა აქვთ, ვიდრე უკრაინაში.
XS
SM
MD
LG