Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ისევ მოიწამლნენ სკოლის მოსწავლეები


ავღანეთში 160-მდე მოსწავლე გოგონა მოიწამლა მათს სკოლაში, სავარაუდოდ, ტოქსიკური გაზით მოწყობილი თავდასხმის შედეგად. ინციდენტის შესახებ იუწყებიან ჩრდილოეთში მდებარე ტახარის პროვინციიდან, ადმინისტრაციულ ცენტრ ტოლოყანში მდებარე ქალთა სკოლიდან, სადაც მოსწავლეების ნაწილმა გონება დაკარგა. გასული თვიდან მოყოლებული, ამ რეგიონის სკოლებიდან უკვე მეოთხე ასეთ ინციდენტზე იუწყებიან. ავღანეთის დაზვერვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, თალიბანი ახშირებს მოსწავლეებზე იერიშებს, სავარაუდოდ, მშობლების დასაშინებლად, რათა მათ აღარ გააგზავნონ შვილები სასწავლებლად.
XS
SM
MD
LG