Accessibility links

logo-print

რვა ქვეყანამ გააძევა სირიელი დიპლომატები ძალადობის გამო პროტესტის ნიშნად


დასავლეთის რვა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და იტალიამ გააძევეს სირიელი დიპლომატები, სირიაში სამოქალაქო პირების დახოცვის გამო პროტესტის ნიშნად. პროტესტის მთავარ მიზეზებს შორის არის 25 მაისის ხოცვა-ჟლეტა სირიის სოფელ ჰულაში, სადაც 108 ადამიანი იქნა მოკლული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ვაშინგტონი სირიის მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას „უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობაზე“. თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებს სუნიტ ოპოზიციონერ მებრძოლებს, რომლებსაც „ტერორისტებად“ მოიხსენიებს. გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი კოფი ანანი დღეს დამასკში შეხვდა პრეზიდენტ ასადს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG