Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდი სირიაში სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს


სამხედრო ჩარევა სირიაში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამას გაეროს უშიშროების საბჭო დაუჭერს მხარს - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ტელეარხ France 2-ზე გამოსვლისას. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეიმს კარნიმ კი იმავე დღეს ვაშინგტონში თქვა, რომ ამერიკის ხელსუფლება ამ ეტაპზე არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სირიაში სამხედრო ჩარევას, თუმცა დაამატა, რომ მოქმედების არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავს. მანამდე აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გამოიწვიეს ელჩები სირიიდან ქალაქ ჰოულაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც პარასკევს 108 ადამიანი, ძირითადად მშვიოდბიანი მოსახლე დახოცეს. საერთაშორისო წარგზავნილმა სირიაში კოფი ანანმა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ სირიაში ვითარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
XS
SM
MD
LG