Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანუატუელი დიპლომატის თანახმად, მის ქვეყანას არ უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა


გაეროში ვანუატუს ელჩის დონალდ კალპოკასის განცხადებით, მის ქვეყანას არ უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კალპოკასმა დასძინა, რომ ამ საკითხზე ვანუატუს რესპუბლიკას ჯერაც არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. საინფორმაციო საშუალებებმა ჯერ კიდევ ამ ერთი წლის წინ გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, რომ ვანუატუმ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საინტერნეტო ენციკლოპედია ვიკიპედიის თანახმად, საქართველოს ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ვანუატუმ 2001 წლის 23 მაისს აღიარა.
XS
SM
MD
LG