Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამხედრო ჩარევას სირიაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მოსკოვი კვლავაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სირიის კონფლიქტში საგარეო სამხედრო ჩარევას. გენადი გატილოვის თქმით, ნაჩქარევი იქნება, თუკი გაეროს უშიშროების საბჭო სირიის წინააღმდეგ დაამტკიცებს ახალ ზომებს, 25 მაისს ქალაქ ჰულაში მომხდარი ტრაგედიის კვალობაზე, რომლის დროსაც 108 სამოქალაქო პირი, მათ შორის უმრავლესობა ქალები და ბაშვები დაიღუპნენ. სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ სამხედრო ჩარევა სირიაში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამას გაეროს უშიშროების საბჭო დაუჭერს მხარს. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეიმს კარნიმ კი იმავე დღეს ვაშინგტონში თქვა, რომ ამერიკის ხელისუფლება ამ ეტაპზე არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სირიაში სამხედრო ჩარევას, თუმცა დაამატა, რომ მოქმედების არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავს. მანამდე აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გამოიწვიეს ელჩები სირიიდან ქალაქ ჰულაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. საერთაშორისო წარგზავნილმა სირიაში კოფი ანანმა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ სირიაში ვითარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
XS
SM
MD
LG