Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ აღკვეთა რამდენიმე ტერაქტის მცდელობა


აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სპეცსამსახურებმა აღკვეთეს ტერორისტული აქტი, რომლის განხორციელებაც „ევროვიზიის“ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დაწყებამდე იგეგმებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ 30 მაისს გაკეთებული განცხადების თანახმად, თავდასხმებს გეგმავდა „ტრანსნაციონალური ტერორისტული ჯგუფი, რომელსაც ვუგარ პადაროვი ხელმძღვანელობს. აზერბაიჯანის ხელისუფლება ვუგარ პადაროვზე, როგორც ექსტრემისტულ დაჯგუფება ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ პირზე, გასულ თვეში ალაპარაკდა. აზერბაიჯანის უშიშროების თანახმად პადაროვი დაიღუპა ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს, ჯგუფის 40 წევრი დაპატიმრებულია და ამოღებულია მათ ხელთ არსებულის საბრძოლო იარაღი. ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ამ ჯგუფის გასანეიტრალებლად ჩატარდა, როგორც აზერბაიჯანის შიგნით, ასევე რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე. ტერორისტული ჯგუფი, გავრცელებული ინფორმაციით, მაისის დასაწყისში ბაქოს „ბროლის სასახლეზე“ აპირებდა თავდასხმას.
XS
SM
MD
LG