Accessibility links

დაღესტანში მოკლეს სპორტის მინისტრის მოადგილე


ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამშაბათს თავდამსხმელებმა მოკლეს რუსეთის შემადგენლობაში შემავალი დაღესტნის რესპუბლიკის სპორტის მინისტრის მოადგილე ნასირ გაჯიხანოვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, ჭიდაობაში ევროპის ყოფილი ჩემპიონი გაჯიხანოვი 29 მაისს დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში, მისსავე ავტომობილში ჩაცხრილეს. თავდამსხმელების ვინაობას და მკვლელობის მოტივს პოლიცია იძიებს. გაჯიხანოვი თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის სამგზის ჩემპიონი იყო.
XS
SM
MD
LG