Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად მაია დეკანოიძე დაინიშნა


გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაია მიმინოშვილი შსს-ს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ შეცვალა. ის ახალ პოსტზე დღეს წარადგინა საქართველოს განათლების მინისტრმა. შაშკინის შეფასებით, დეკანოიძე არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ახალ ეტაპზე გადაიყვანს განათლების რეფორმას. თავად ხატია დეკანოიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამაყია სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შექმნაში მონაწილეობით და მას განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწოდა. დეკანოიძეს დღეს შეკითხვა დაუსვეს იმ ათობით სპეციალისტზე, რომლებმაც მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ გამოცდების ცენტრში მუშაობაზე უარი თქვეს. როგორც ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, ”საქართველო ძირითადად თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა” და გადაწყვეტილებას ყველა თავად იღებს. ამ ეტაპზე მთავარ ამოცანად დეკანოიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების უხარვეზოდ ჩატარება დაასახელა.
XS
SM
MD
LG