Accessibility links

logo-print

ამოქმედდა პარლამენტის მიერ 22 მაისს დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები


ოფიციალურად ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით 22 მაისს დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, პარლამენტის წევრად არჩევისთვის აუცილებელი ასაკი 25-დან 21 წლამდე შემცირდა და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და ბოლო 5 წელია ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობენ. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკონსტიტუციო ცვლილებები ”საკანონმდებლო მაცნეში” უკვე გამოქვეყნდა. კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებდა, უარი ეთქვა საკონსტიტუციო ცვლილებების ხელმოწერაზე. 22 მაისს მან ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს ისარგებლოს პარლამენტის მიერ მიღებული „ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებით“ და მზად არის ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურას მიმართოს. კოალიციის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ეკა ბესელიამ სააგენტო „პირWელს“ დღეს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტისთვის ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით ოფიციალურად ჯერჯერობით არ მიუმართავს. ბესელიას ცნობით, მიმართვა მზადდება და სააკაშვილს უახლოეს ხანში წარედგინება.
XS
SM
MD
LG