Accessibility links

logo-print

თბილისში ორდღიან ვიზიტს იწყებს ამერიკელი სენატორი, დემოკრატი რიჩარდ დურბინი


თბილისში ორდღიან ვიზიტს იწყებს ამერიკელი სენატორი, დემოკრატი რიჩარდ დურბინი. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი თბილისში დაგეგმილი შეხვედრებისას რეგიონული უსაფრთხოებისა და აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხებს განიხილავს. რიჩარდ დურბინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG