Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ვიზიტი დაიწყო ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ დურბინმა


თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ამერიკელი სენატორი, დემოკრატი რიჩარდ დურბინი, რომელმაც პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესინიუსის" ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს შორის იყო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წევრი, ნინო ლომჯარია, რომლის თქმითაც, ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი დაინტერესდა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოთი. ლომჯარიას თქმით, დურბინი დაინტერესდა აგრეთვე ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხით და არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების თემით. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დურბინი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია, თბილისში დაგეგმილი შეხვედრებისას განიხილავს რეგიონული უსაფრთხოებისა და აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხებს.
XS
SM
MD
LG