Accessibility links

logo-print

ტიბეტში დააკავეს ასობით ადამიანი


რადიო ”თავისუფალი აზიის” ცნობით, ბოლო დღეებში ტიბეტში, ლჰასაში ასობით ადამიანი დააკავეს. ეს პროცესი უკავშირდება კვირას მომხდარ ფაქტს - ორმა კაცმა თავი დაიწვა. ტიბეტის ადამიანის უფლებათა დამცველების ინფორმაციით, 2011 წლის მარტის შემდეგ 35-მა ტიბეტელმა დაიწვა თავი, რომელთაგან 27 გარდაიცვალა. ტიბეტელი სამი შვილის დედა ჩინეთის სეჩუანის პროვინციაში ბოლო ტიბეტელია, რომელმაც ოთხშაბათს თავი დაიწვა. ჩინეთის ხელისუფლება ადამიანებს, ვინც თავის დაწვით გამოხატავს პროტესტს, ”ტერორისტებს” უწოდებს. ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკურ და იურიდიულ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ხელისუფლებას ინტერნეტითა და მობილური კომუნიკაციის შეზღუდვისკენ მოუწოდა. ტიბეტელები აცხადებენ, რომ თავის დაწვით სასოწარკვეთილი ტიბეტელები რეგიონში პეკინის მკაცრ პოლიტიკას აპროტესტებენ.
XS
SM
MD
LG