Accessibility links

logo-print

სირიის ოპოზიცია ასადს ულტიმატუმს უყენებს


”სირიის თავისუფალი არმია” აცხადებს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა პარასკევიდან უნდა დაიწყოს გაეროს მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში სირიის ოპოზიცია დაარღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ოპოზიციის მეთაურების ეს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასულ პარასკევს ქალაქ ჰულაში ქალებისა და ბავშვების დახოცვამ აჩვენა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობის ცალმხრივად დაცვას საფუძველი აღარ გააჩნია, რადგან ასადმა ”დაასამარა” კოფი ანანის ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. ოპოზიცია სირიის არმიას პარასკევს, შუადღემდე აძლევს დროს იმისათვის, რომ დასახლებული ადგილებიდან გაიყვანოს ჯარი, ტანკები, არტილერია და შეწყვიტოს ცეცხლი. ოპოზიცია ასადის მთავრობას მოუწოდებს დამოუკიდებელ მედიას და ჰუმანიტარულ ჯგუფებს მისცეს ყველა რეგიონში მუშაობის საშუალება და აგრეთვე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ყველა ოპოზიციონერი. ოპოზიცია მოითხოვს აგრეთვე ”სერიოზული მოლაპარაკებების” დაწყებას გაეროს შუამავლების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG