Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიციური არმიის მეთაური: ალ-ასადისთვის ულტიმატუმი არ წაგვიყენებია


გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”სირიის თავისუფალმა არმიამ” ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს წაუყენა ულტიმატუმი, დაიწყოს პარასკევიდან სამშვიდობო გეგმის განხორციელება, და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სირიის ოპოზიციის რაზმები დაარღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ტელეკომპანია „ალ-ჯაზირასთან “ საუბარში „არმიის“ მეთაურმა, პოლკოვნიკმა, რიად ალ-საადმა უარყო ცნობა ულტიმატუმის შესახებ და მოუწოდა კოფი ანანს, ოფიციალურად აღიაროს მის მიერ შეთავაზებული გეგმა, როგორც ჩაფუშული. მისი თქმით, სამთავრობო ჯარი თავიდანვე არ იცავდა, მისი მებრძოლებისგან განსხვავებით, გეგმის პირობებს. ახლა, მისი თქმით, ის მოელის ანანის განცხადებას, რათა განახლდეს სამხედრო დაპირისპირება ასადის რეჟიმთან. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ხუთშაბათს, სირიის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვას ზავის პირობები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინიტონმა დანიაში განაცხადა, რომ ყოველდღიურად, როცა სირიაში გრძელდება სისხლისღვრა, სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მოწოდებები ამ ქვეყანაში საერთაშორისო ჩარევის შესახებ. კლინტონმა იქვე თქვა, რომ სამხედრო ჩარევისთვის საჭიროა ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა. სირიის მთავრობამ ხუთშაბათს გამოაცხადა სამთავრობო ჯართან შეტაკების 500 მონაწილე. შეთანხმება ანანის და ასადის შეხვედრას მოჰყვა. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს სირიის ხელისუფლებას, მშვიდობიანი მოსახლეობის ამასწინანდელი მასობრივი მკვლელობების გამო სოფელ ჰულაში.
XS
SM
MD
LG