Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ბელორუსიას, შემდეგ გერმანიას და საფრანგეთს სტუმრობს


რუსეთის პრეზიდენტი ბელორუსიაში იწყებს, შემდეგ კი განაგრძობს მოგზაურობას ევროკავშირში პარტნიორ ქვეყნებში, გერმანიასა და საფრანგეთში. ესვლადიმირ პუტინის პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევის შემდეგ. სამი ქვეყანა სიმბოლურ ხასიათს ატარებს კრემლისთვის. ავტოკრატი და მსოფლიოს მიერ იზოლირებული ბელორუსია რუსეთის გავლენის ქვეშ რჩება, როცა გერმანია და საფრანგეთი დასავლეთში ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან მოსკოვისთვის. ხუთშაბათს პუტინი მინსკში, ბელორუსიის პრეზიდენტს ლუკაშენკას მოელაპარაკება. პარასკევს ის ბერლინში კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება, ბოლოს კი საფრანგეთის ახალ პრეზიდენტ, ფრანსუა ოლანდს ესტუმრება. პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართა. ის არ დაესწრო ამ თვის დასაწყისში აშშ-ში გამართულ „დიდი რვიანის“ სამიტს.
XS
SM
MD
LG