Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში ორი ამერიკელი ტურისტი გაიტაცეს


ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, დღეს, ორი ამერიკელი ტურისტი გაიტაცეს. ამის თაობაზე ეგვიპტის უშიშროების სამსახური იუწყება. ცნობით, შეირაღებულმა გამტაცებლებმა გააჩერეს მანქანა, რომლითაც ტურისტები მგზავრობდნენ. წინასწარი ვარაუდით, პოლიციამ ახლახან დააკავა გამტაცებლების ნათესავი და ახლა ისინი მის განსათავისუფლებლად, უცხოელების გამოყენებას შეეცდებიან. მსგავსი ინციდენტი სინაიზე თებერვალშიც მოხდა.
XS
SM
MD
LG