Accessibility links

ნავთობის დაბალი ფასების გამო დაეცა რუსული რუბლის კურსი


რუსეთის სახელმწიფო ვალუტა რუბლის კურსი დაეცა ბოლო სამ წელიწადში სარეკორდო დონეზე. ამის მიზეზი ნავთობის დაბალი ფასებია საერთაშორისო ბაზარზე. რუსეთის ეკონომიკა ნავთობზეა დამოკიდებული. ამ კვირაში რუბლის კურსი სამნახევარი პროცენტით დაეცა. რუსეთის ცენტრალურ ბანკს რამე ზომების შესახებ ჯერ არ გამოუცხადებია. აშშ-ის დოლარის კურსის ზრდამ, რაც ევროს ზონაში კრიზისს მოჰყვა, გამოიწვია ნავთობის ფასების დაწევა. ნავთობის სავაჭრო ვალუტა მსოფლიოს ბაზარზე დოლარია. მისი მაღალი კურსი პროდუქტს აძვირებს და მოთხოვნილებას ამცირებს.
XS
SM
MD
LG