Accessibility links

დამასკი „შეიარაღებულ ჯგუფებს“ აბრალებს ჰულაში 108 ადამიანის დახოცვას


სირიის ხელისუფლება „შეიარაღებულ ჯგუფებს“ აკისრებს პასუხისმგებლობას სისხლისღვრაზე სოფელ ჰულაში, სადაც გასულ კვირაში 108 ადამიანი, მათ შორის ბავშვები დახოცეს. ჰულაში ხოცვა-ჟლეტის გამოსაძიებლად შექმნილი ოფიციალური კომისიის თავმჯდომარის, კასიმ ჯამალედინის განცხადებით, დახოცილ იქნენ პირები, ვინც უარი თქვა „წინააღმდეგობა გაეწია მთავრობისათვის და ვისაც უთანხმოება ჰქონდა შეიარაღებულ ჯგუფებთან“. გაეროს ინფორმაციით, დახოცილებიდან ზოგის სიცოცხლე დაბომბვამ შეიწირა, თუმცა, უმრავლესობა ახლო მანძილიდან სროლის შედეგად იქნა მოკლული. უცხოეთში შიშობენ, რომ სირია სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას. ამ ვარაუდს გამოთქვამენ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ სირიის მმართველი რეჟიმის მხარდაჭერამ ეს ქვეყანა შესაძლოა, სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს.
XS
SM
MD
LG