Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებამ, სულ ცოტა, ხუთი პოლიციელი შეიწირა


ავღანეთში ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, ხუთი პოლიციელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო სამხრეთში მდებარე პროვინცია ყანდაარში და მიმართული იყო რაიონული პოლიციის შტაბბინის წინააღმდეგ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ეჭვი აქვთ თალიბ ექსტრემისტებზე, რომლებსაც ამ ტიპის ბევრი თავდასხმა აქვთ განხორციელებული ავღანეთში. ყანდაარია ქალაქი, სადაც თითქმის 20 წლის წინ ჩაისახა თალიბების მოძრაობა.
XS
SM
MD
LG