Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერია ”ქართულ ოცნებას” მიტინგისათვის ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს


ქუთაისის მერიამ უარი უთხრა "ქართულ ოცნებას" 7 ივნისს დაგეგმილი მიტინგისათვის ცენტრალურ მოედანზე ადგილის გამოყოფაზე იმ მოტივით, რომ ამ დღეს მოედანზე მთელი დღის განმავლობაში კონცერტი და სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ქალაქის თვითმმართველობამ კოალიციას მიტინგის ჩასატარებელ ალტერნატიული ადგილი - ბალახვნის მოედანი შესთავაზა. "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დღეს გადაწყვეტენ, დაეთანხმებიან მიიღებენ თუ არა ქუთაისის მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილს.
XS
SM
MD
LG