Accessibility links

logo-print

მიანმის ოპოზიციის ლიდერი ბანგკოკში სიტყვით გამოვიდა


მიანმის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა აუნ სან სუ ჩიმ საერთაშორისო თანამეგორბობას მოუწოდა, ყველანაირი დახმარება გაუწიოს მის ქვეყანას. თუმცა, ამავე დროს ურჩია, არ გამოიჩინონ გადამეტებული ოპტიმიზმი მიანმაში ჩატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით.ეს ოპოზიციის ლიდერის პირველი საზღვარგარეთული გამოსვლა იყო 20 წლის განმავლობაში. მანამდე, მრავალი წლის მანძილზე, სუ ჩი ან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, ან კი ვერ ბედავდა ქვეყნის დატოვებას იმის შიშით, რომ უკან დაბრუნების შესაძლებლობას აღარ მისცემდნენ.
XS
SM
MD
LG