Accessibility links

logo-print

ირლანდიაში რეფერენდუმის შედეგებს ელიან


ირლანდიაში დღეს გამოაცხადებენ რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც შეეხებოდა ქვეყნის მიერთებას ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ახალ საკავშირო ხელშეკრულებასთან. ირლანდიის მთავრობა ელის, რომ ამ ხელშეკრულებას მოსახლეობის 60 პროცენტამდე დაუჭერს მხარს. ევროკავშირის ქვეყნებში ფინანსური დისციპლინის გამკაცრების გეგმა გერმანიის შემუშავებულია. მისი მიზანია საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის შეჩერება და საბიუჯეტო წესების მკაცრი დაცვა. ირლანდია ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხელშეკრულებასთან შეერთების საკითხი რეფერენდუმზე გამოიტანეს.
XS
SM
MD
LG