Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საგანგებო ვითარება გააუქმეს


ეგვიპტეში დღეიდან მოქმედებას წყვეტს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, რომელიც უშიშროების ძალების თანამშრომლებს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებდა. ეს კანონი ეგვიპტეში შეუწყვეტლად მოქმედებდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, 1981 წელს ეგვიპტის პრეზიდენტის, ანვარ სადათის მკვლელობის შემდეგ. სწორედ ამ კანონის გაუქმება იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შარშანდელი მანიფესტაციებისა, რომელსაც საბოლოოდ ჰოსნი მუბარაკის გადადგომა მოჰყვა შედეგად. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა კანონის შეჩერებას უწოდა კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისაკენ.
XS
SM
MD
LG