Accessibility links

logo-print

გაეროში იმსჯელებენ სისხლისღვრაზე სირიის სოფელ ჰულაში


დღეს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ მძიმე ვითარებაზე სირიაში. განხილვის საგანი იქნება სოფელ ჰულაში 108 სამოქალაქო პირის დახოცვის ფაქტიც. ადამიანის უფლებათა საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულო არ არის, მაგრამ საბჭოს წევრი 47 ქვეყანა მას იყენებს ფორუმად თავისი პოზიციის გამოსათქმელად. სირიის სოფელ ჰულაში 25 მაისს მომხდარი ხოცვა-ჟლეტა მთელს მსოფლიოში დაგმეს, დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ სირიელი დიპლომატები გააძევა. სირიაში გაეროს მეთვალყურეების თქმით, დაღუპულების, მათ შორის 49 ბავშვის, უმრავლესობა თოფებით და დანებით არის დახოცილი. გაეროს მეთვალყურეები ვარაუდობენ, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელია სირიის მმართველი რეჟიმის მხარამჭერი ალავიტების გასამხედროებული ჯგუფი. სირიის მმართველი რეჟიმი კი აცხადებს, რომ არმიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებით, ჰულაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ სუნიტ მეამბოხეებს.
XS
SM
MD
LG