Accessibility links

logo-print

ომბუდსმენმა ბავშვებს მიულოცა ბავშვთა საერთაშორისო დღე


საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვებს მიულოცა ბავშვთა საერთაშორისო დღე. გიორგი ტუღუშის შეფასებით, ამ დღის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოებისთვის ბავშვთა უფლებების მნიშვნელობის შეხსენებაა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მისთვის ბავშვთა უფლებების დაცვა ბავშვების აზრის მოსმენით იწყება და უფროსებს უნდა ახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვების აზრის გათვალისწინება მათი ვალია. ”უნდა იცოდეთ, რომ ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლისა და განვითარების უფლება და სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა მის დასაცავად. ყველა ბავშვის უფლებაა, თანაბრად იყოს დაცული რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავების მიუხედავად და ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხება განათლებას, აღზრდას, კეთილდღეობას, თუ პირად ცხოვრებას, წამყვანი ღირებულება უნდა ენიჭებოდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს”, - ნათქვამია გიორგი ტუღუშის მიმართვაში. სახალხო დამცველი ბავშვებს შეახსენებს, რომ მათი უფლებაა გამოთქვან აზრი და მონაწილეობა მიიღონ საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში. საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებების დაცვას მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ღირსეულ საქმედ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG