Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი: ხელისუფლებამ საკუთარი მანკიერების დასაფარად ამჯერად ბავშვები გამოიყენა


"ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 7 ივნისს, ქუთაისში მანიფესტაციის გამართვის ნებართვისთვის მერიას 28 მაისს მიმართა და 31 მაისს მიიღო პასუხი, სადაც უარის უარის მიზეზად დასახელებულია ერთთვიანი საბავშვო ფესტივალი. კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს ჩამონათვალს იმ ღონისძიებებისა, რომელთა გამოც 7 ივნისს ”ქართულ ოცნებას” ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არ ეძლევა აქციის გამართვის საშუალება, კერძოდ, 11-დან 13 საათამდე მოეწყობა მე-5 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების კონცერტი, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მე-7 სკოლის გამოსვლა და 17-დან 20 საათამდე "ჯეოსტარელების" კონცერტი. ”ქართული ოცნების” რესპუბლიკელმა წევრმა თინა ხიდაშელმა სააგენტო ჯიეიჩენს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ თავი სასაცილო მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო და საკუთარი მანკიერების დასაფარად ამჯერად ბავშვები გამოიყენა.
XS
SM
MD
LG