Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელი მოითხოვს სირიაში სისხლისღვრის გამოძიებას


გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ნავი პილაი გამოდის მოწოდებით, დაიწყოს „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიება“ სირიაში ძალადობის ფაქტებთან, მათ შორის სოფელ ჰულაში სისხლისღვრასთან დაკავშირებით. პილაი ფიქრობს, რომ ასეთი გამოძიების გარეშე, სირია შესაძლოა, სრულმასშტაბიანმა კონფლიქტმა მოიცვას და „სერიოზული საფრთხე“ შეუქმნას რეგიონს. პილაიმ ამ საკითხზე ისაუბრა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის საგანგებო სხდომაზე. სისხლისღვრა სოფელ ჰულაში, სადაც 25 მაისს 108 ადამიანი იქნა მოკლული, მთელს მსოფლიოში დაგმეს, დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ გააძევა სირიელი დიპლომატები. გაეროს მეთვალყურეების ვარაუდით, ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სირიის მმართველი რეჟიმის მომხრე ალავიტების შეიარაღებულ ჯგუფს. სირიის მმართველი რეჟიმი კი აცხადებს, რომ არმიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებით, სამოქალაქო პირები სუნიტმა მეამბოხეებმა დახოცეს. ამ განცხადებას „აშკარა ტყუილი“ უწოდა შეერთებულმა შტატებმა.
XS
SM
MD
LG