Accessibility links

logo-print

ავღანეთში შვიდი ადამიანი დაიღუპა ნატოს ბაზაზე თავდასხმის შედეგად


ავღანეთში მეამბოხეების ჯგუფი თავს დაესხა ნატოს ბაზას, რის შედეგადაც დაიღუპა ბაზაზე დასაქმებული შვიდი ავღანელი, დაიჭრა ათობით ადამიანი. იერიში მოეწყო აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში, პაკისტანის საზღვრის მახლობლად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომლის ცნობითაც, დაიღუპა რამდენიმე უცხოელი ჯარსიკაციც. თუმცა, ამ ცნობას არ ადასტურებს საერთაშორისო ძალების სარდლობა.
XS
SM
MD
LG