Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაათავისუფლეს არასრულწლოვანი, რომელც ლუდის ქურდობისთვის იყო დაკავებული


საქართველოში გაათავისუფლეს 15 წლის მოზარდი, რომელსაც სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ლუდის ქურდობისათვის. საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, არასრულწლოვანი სანდრო სარდარიანი გათავისუფლებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მის ფსიქიატრიულ მკურნალობას და საკუთარ თავზე იღებს მკურნალობისათვის საჭირო ხარჯებს. განცხადებაში აღნიშნავენ, რომ "გასული თვეების განმავლობაში სარდარიანის მხრიდან რამდენჯერმე დაფიქსირდა ძალადობრივი ხასიათის ქმედება", თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ის არასრულწლოვანია და იმყოფებოდა აღრიცხვაზე ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, მის მიმართ არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა. დანაშაულის ბოლო ფაქტის შემდეგ კი სარდარიანი დააკავეს "საზოგადოების წევრების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG