Accessibility links

logo-print

ირლანდიაში მხარი დაუჭირეს ევროს სტაბილიზაციის პაქტს


ირლანდიაში ხუთშაბათს გამართული რეფერენდუმის შედეგებით, ამომრჩევლების უმრავლესობა მიემხრო ევროკავშირის ფისკალურ პაკეტს, რომლითაც გამიზნულია დეფიციტთან ბრძოლა 17-წევრიან ევროზონაში. საბოლოო შედეგებით, ევროზონის სტაბილურობის პაქტს მიემხრო ირლანდიაში რეფერენდუმის მონაწილეთა 60,3 პროცენტი. პაქტის მიზანია, ხარჯვის უფრო მკაცრი წესებით შეიზღუდონ ევროზონის ქვეყნები, რომლებშიც ბიუჯეტის დაბალანსების პრობლემა აქვთ. 2013 წელს სტაბილურობის პაქტის ძალაში შესვლამდე, საჭიროა მისი რატიფიცირება ევროზონის კიდევ 12 ქვეყანაში. დანარჩენებში უკვე მოხდა მისი რატიფიცირება.
XS
SM
MD
LG