Accessibility links

logo-print

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ემხრობა სირიაში სისხლისღვრის გამოძიებას


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო გმობს სირიას, სოფელ ჰულაში ხოცვა-ჟლეტის გამო და გაეროს მოუწოდებს, ჩაატაროს გამოძიება დამნაშავეთა ვინაობის დასადგენად და მათ გასასამართლებლად. ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც პარასკევს მიიღეს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სხდომაზე. რეზოლუციას მიემხრო საბჭოს წევრი 47 ქვეყნის უმრავლესობა. წინააღმდეგი იყვნენ რუსეთი, ჩინეთი და კუბა. კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიება“ ჰულაში სისხლიღვრასთან და ძალადობის სხვა აქტებთან დაკავშირებით. პილაი ფიქრობს, რომ ასეთი გამოძიების გარეშე სირია შესაძლოა, სრულმასშტაბიანმა კონფლიქტმა მოიცვას და „სერიოზული საფრთხე“ შეექმნას რეგიონს. სისხლისღვრა სოფელ ჰულაში, სადაც 25 მაისს 108 ადამიანი იქნა მოკლული, მთელს მსოფლიოში დაგმეს. დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ გააძევა სირიელი დიპლომატები.
XS
SM
MD
LG