Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანიამ შეხვედრები გამართა ბრიუსელში


კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია, ბრიუსელში, ევროკომისიის წარმომადგენელ გუნერ ვიგანს და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა. "თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების მთავრი თემა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება იყო. "საქართველოს მეგობრებს ევროპარლამენტში და ევროკომისიაში იმედი აქვთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იქნება. სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება", - განაცხადა ალასანიამ ბრიუსელში შეხვედრების დასრულების შემდეგ. ირაკლი ალასანია ბელგიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
XS
SM
MD
LG