Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს, მუბარაქს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს, ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა დღეს სასამართლომ. კაიროში გამართულ პროცესზე მოსამართლე აჰმედ რაფაადმა გამოაცხადა განაჩენი, მიესაჯოს მოჰამად ჰოსნი ალ- საიდ მუბარაკს მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის სამდუმო პატიმრობა.
მუბარაკი გასამართლეს შარშან ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დემონსტრანტების დახოცვაში მონაწილეობის ბრალდებით. ის სასამართლოს შემდეგ გადაიყვანეს ტორას საპატიმროში. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ. მუბარაქთან ერთად საქმეში გადიოდნენ შვიდი მაღალი რანგის მოხელე. განაჩენი გამოუტანეს მხოლოდ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს. სხვები უდანაშაულოდ სცნეს. გაამართლეს ასევე მუბარაქის ორი ვაჟი, რომლებიც კორუპციაში იყნენ ეჭვმიტანილი. სასამართლოს შემდეგ გაიმართა სტიქიური საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები, განაჩენის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ბევრი მოქალაქე, მათ შორის მუსლიმთა საძმო, მოელოდა, რომ მუბარაქს სასიკდილო განაჩენს გამოუტანდნენ. აქციებზე მოხდა შეტაება პოლიციასთან, არიან დაშავებულები.
XS
SM
MD
LG