Accessibility links

logo-print

ავღანეთში ნატოს საგანგებო რაზმმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები გათავისუფლა


ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო ჯარის თანახმად, ნატოს საგანგებო რაზმმა გაათავისუფლა ჰუმანიტარული ორგანიზაციის ოთხი წევრი, ქალები, რომლებიც ავღანეთის ჩრდილოეთში შეიარაღებულ პირებს ჰყავდათ დაკავებული. ცნობით, ორი დასავლელი ექიმი და მათი ავღანელი თანამშრომლები შაბათს გაათავისუფლეს გამოქვაბულში 11 დღიანი ტყვეობის შემდეგ. ისინი 22 მაისს, ბადახშანის პროვინციაში გაიტაცეს. ოთხივე შვეიცარიის არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობენ. ოპერაციის დროს ხუთი შეიარაღებული პირი დახოცეს. განთავისუფლებულები თავს ნორმალურად გრძნობენ.
XS
SM
MD
LG