Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ წყნარ ოკეანეში მეტ საბრძოლო ხომალდს განათავსებს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ შაბათს განაცხადა, რომ 2020 წლისთვის აშშ თავისი სამხედრო ხომალდების უმეტესობას წყნარ ოკეანეში განათავსებს. ეს არის ნაწილი, პანეტას განმარტებით, ახალი სტრატეგიისა, რომლის სამიზნე აზიაა. სინგაპურში, უსაფრთხოების საკითხთა კონფერენციაზე, პანეტამ თქვა, რომ წყნარ ოკეანეში მეტი ხომალდის გადაყვანა, ამ აქტიურ რეგიონში შესაძლებლობათა გაუმჯობესებას ემსახურება. მინისტრის თანახმად, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება არ იმოქმედებს ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში ხომალდების გადაყვანაზე. ახლა, gშშ-ის სამხედრო ხომალდების ნახევარი ატლანტის ოკეანეშია, 2020 წლიდან მათი 60 პროცენტი უკვე წყნარ ოკეანეში იმოძრავებს, თქვა პანეტამ.
XS
SM
MD
LG