Accessibility links

პუტინის ვიზიტს გერმანიასა და საფრანგეთში სირიის საკითხმა ჩრდილი მიაყენა


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პარასკევს პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს; შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ ერთმანეთს ეთანხმებიან სირიაში ძალადობის შეწყვეტის აუცილებლობაში, მაგრამ სხვადასხვა აზრი აქვთ ამ შეწყვეტის გზების თაობაზე. ოლანდი თვლის, რომ სირიის კრიზისის მოგვარება დაიწყება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომით. პუტინი თვლის, რომ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეები ასევე არის დამნაშავე სირიაში ადამიანების ხოცვაში. ორი ლიდერის ეს პირველი შეხვედრა შედგა, სირიაში, ჰულაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტიდან ერთ კვირაში. ჰულაში 108 ადამიანი, მათ შორის ნახევარი ბავშვები დაიხოცნენ. ამ ინციდენტმა გაზარდა დიპლომატიური განხეთქილება ორ ბანაკს შორის მსოფლიოში. ერთ მხარეს არიან ქვეყნები, რომლებიც გმობენ სირიის მთავრობას მისი ძალადობრივი მოქმედების გამო შარშან მარტის შემდეგ, მეორე მხარეს კი რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც სირიის საშინაო საქმეებში ჩარევის წინააღმდეგი არიან.
XS
SM
MD
LG