Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში შეტაკება მოხდა სირიის ლიდერის მომხრეთა და მოწინააღმდეგთა შორის


ლიბიის პოლიციის თანახმად, შვიდი ადამიანი დაიხოცა სროლისას, რომელიც ამ ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მომხრეთა და მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა. ბრძოლაში დაიჭრა 22 პირი. იტყობინებიან, რომ მხარეები ერთმანეთს ცეცხლს უშენდნენ ავტომატებიდან და ნაღმმტყორცნებიდან, სანამ ლიბიის არმია არ მივიდა არეალში. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დახოცილთა შორის არიან სამოქალაქო, უდანაშაულო პირები. დაჭრილია ლიბიის არმიის ერთი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG