Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში აღნიშნავენ ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლის 60-წლიან იუბილეს


დიდ ბრიტანეთში დაიწყო დედოფალ ელისაბედ მეორის ტახტზე ასლიდან მე-60 წლისთავის, ეგრეთწოდებული „ბრილიანტის იუბილის“ აღნიშვნა. ზეიმი ოთხ დღეს გაგრძელდება. ამ დროის მანძილზე გაიმართება 9500-მდე ღონისძიება მთელ სამეფოში. მთავარი საზეიმო მსვლელობა მოეწყობა სამშაბათს, ლონდონში, სადაც პროცესიაში მონაწილეობას დედოფალი მიიღებს. ელისაბედ მეორე ბრიტანეთის და ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგძლივი მონარქია. ის ტახტზე ავიდა 1952 წელს, როცა მისი ქვეყნის პრემიერი უინსტონ ჩერჩილი იყო. მისი დედოფლობის პერიოდში ბრიტანეთში მთავრობის 12 მეთაური გამოიცვალა.
XS
SM
MD
LG