Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკში აფეთქების მცდელობის მონაწილეობაში ეჭვმიტანილები გაათავისუფლეს


პაკისტანის სასამართლომ გაამართლა და გაათავისუფლა ოთხი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ 2010 წელს, ნიუ იორკში, ტაიმ სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობის მონაწილეობაში. მათ ბრალად ედებოდათ დახმარების გაწევა ფაიზალ შეჰზადისთვის, რომელმაც ნიუ იორკში სცადა ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული მანქანის აფეთქება. ეჭვმიტანილების ადვოკატის თქმით, პროკურორმა ვერ მოიტანა საკმარისი მტკიცებულება სასამართლოზე და ეჭვმიტანილები გაუშვეს. თვითონ ფაიზალ შეჰზადი აშშ-ში იხდის სამუდამო პატიმრობას თავდასხმის მცდელობისთვის. მან ვერ მოახერხა ბომბის აფეთქება, მისმა მოწყობილობამ მხოლოდ კვამლი გამოუშვა.
XS
SM
MD
LG