Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავაში გეების, ლესბოელების და მათი მომხრეების აღლუმი ჩატარდა


პოლონეთის დედაქალაქში ორი ათასამდე კაცი მონაწილეობდა, გეების, ლესბოსელების და მათი მომხრეების აღლუმში, რომელიც ტრადიციულად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ შეტანილი იქნეს ჰომოსექსუალობის პრობლემები სკოლების სასწავლო გეგმასა და სექსუალური აღზრდის პროგრამაში. ქუჩებში გავიდნენ სექსუალურ უმცირესობის აქციის მოწყობის მოწინააღმდგეებიც, მაგრამ პოლიამ იცავდა აქციის მონაწილეებს და არ დაუშვა შეტაკება. ეგრეთწოდებული „ბალტიის გეი-აღლუმი“ მოეწყო ლატვიაში, რიგაში, რომელშიც ოთხასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციას ესტუმრნენ ევროპის ქვეყნების, ასევე აშშ-ის ელჩები.
XS
SM
MD
LG