Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა კვირას თავისი ქვეყნის პარლამენტს მიმართა. კანონმდებლების წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში ასადმა თქვა, რომ ქვეყანა „ომის წინაშეა, რომელსაც საზღვარგარეთიდან წარმართავენ“. მისი თქმით, ტერორიზმთან ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება. მან უარყო, რომ მის მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა სოფელ ჰულაში მასობრივ ხოცვაზე და მას „ამაზრზენი დანაშაული“ უწოდა. ასადის თანახმად, სირიას ყველაზე რთული პერიოდი აქვს კოლონიალიზმის შემდეგ. ასადის მესიჯი ამჯერადაც ადრინდელის მსგავი იყო, რომ ტერორისტები დგანან ქვეყანაში ამბოხების უკან. ეს მისი პირველი გამოსვლაა ჰულაში ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, როცა ასზე მეტი ადამიანი, ნახევარზე მეტი ბავშვები დაიხოცნენ.
XS
SM
MD
LG