Accessibility links

logo-print

მუბარაქის განაჩენის გამოცხადებას კაიროში გამოსვლები მოჰყვა


ასობით დემონსტრანტმა დაიკავა კაიროს, ეგვიპტის დედაქალაქის, მთავარი, ტაჰრირის მოედანი. ისინი პროტესტს გამოთქვამენ ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტისთვის და მისი პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრისთვის შაბათს გამოტანილი განაჩენის მიმართ. ზოგიერთმა დემონსტრანტმა ღამე მოედანზე კარავში, ან ღია ცის ქვეშ გაატარა. ეს მოედანი იყო შარშანდელი გამოსვლების ეპიცენტრი, როცა ჰოსნი მუბარაკი დაამხეს. შაბათს მუბარაკისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ორ ათეულათასამდე ადამიანი მივიდა მოედანზე. მოხდა შეტაკებები. მუბარაქს და მის შინაგან საქმეთა მინისტრს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს შარშანდელი ამბოხის დროს 800-ზე მეტი დემონსტრანტის დახოცვასთან კავშირის გამო. უშიშიროების სამსახურების ექვსი სხვა მაღალი რანგის მეთაური სასამართლომ გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG