Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერბურგის მახლობლად ევროკავშირისა და რუსეთის სამიტი გაიხსნა


კვირას ევროკავშირის და რუსეთის ლიდერებმა ორდღიანი სამიტი გახსნეს პეტერბურგის მახლობლად. რუსეთის დელეგაციას მეთაურობს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ევროკავშირისას კი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რუმპე, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ. დელეგაციაში შედის ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლები. პუტინის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ საუბრის თემებია საფინანსო და ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის გზები, ასევე პოსტ-საბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პრობლემები. სამიტის მონაწილეები შეეხებიან ასევე ლიბიის და სირიის თემებს, ირანის ბირთვულ პროგრამას, ისევე როგორც კორეის ნახევარკუნძულის საკითხს. უშაკოვმა განმარტა, რომ რუსეთის მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმს პრობლემას ასევე განიხილავენ ორდღიანი შეხვედრების დროს.
XS
SM
MD
LG